საგარანტიო პოლიტიკა

საგარანტიო პირობები

აირჩიეთ კატეგორია საგარანტიო პირობების გასაცნობად.

ძარის ნაწილები

ძარის ნაწილების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება 14-დღიანი საგარანტიო პერიოდი შეძენის დღიდან. საგარანტიო პოლიტიკა ითვალისწინებს პროდუქტის დაბრუნებას ან გაცვლას იმ შემთხვევაში, თუ: • პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი ან დეფექტი; • პროდუქტს არ აქვს შესაბამისობა ავტომობილის ორიგინალ კონსტრუქციასთან (მაგ., სამონტაჟო წერტილები, ფორმა, ზომა ან ფიქსაცია); • თავსებადობის პრობლემა დადასტურდება კონკრეტული ავტომობილის მოდელთან, რომლისთვისაც პროდუქტი იყო განკუთვნილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ: საგარანტიო მოთხოვნის ძალაში შესასვლელად, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს: • პროდუქტის უპირველესესი მდგომარეობის შენარჩუნება (არ უნდა იყოს მონტაჟის კვალი, მოხმარების ნიშნები ან დაზიანება); • შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის (ჩეკის ან ინვოისის) წარმოდგენა; • კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვა, რომლის შესაბამისადაც მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის შეძენისას. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს დაბრუნების პოლიტიკას. კომპანია იტოვებს უფლებას განახორციელოს დეფექტის შეფასება შესაბამისი დოკუმენტაციის ან დაბრუნებული პროდუქტის საფუძველზე და მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის შეცვლის ან თანხის დაბრუნების შესახებ.